суббота, 3 октября 2009 г.

.პროექტის სახელი: ტექნოლოგიური სისტემების განვითარება -ტელეფონიდან მობილურამდე.


პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ტელეფონის შექმნისა და განვითარების შესახებ.


პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები იკვლევენ ტელეფონის შექმნის ისტორიას,მის მნიშვნელობას, მის განვითარებას.ისინი პასუხობენ კითხვებს: როდის და ვის მიერ შეიქმნა ტელეფონი?, როგორი იყო მისი შექმნის წინა პირობა?.როგორ გამოიყურებოდა პირველი ტელეფონი? როგორ იცვლებოდა იგი შემდგომ? როგორ ვრცელდებოდა იგი მსოფლიოში? როდის ამუშავდა თბილისში პირველი სატელეფონო სადგური? ვინ იყვნენ მისი პირველი მომხმარებლები და ა.შ. მოსწავლეები გამოაქვეყნებენ სხვადასხვა თაობის ტელეფონების სურათებს. მოიძიებენ ინფორმაციას მობილური ტელეფონების შექმნის თაობაზე. რა ფუნქციები ემატებოდა მობილურ ტელეფონს ახალი ტექნოლოგიებს გამოყენების შედეგად? შეიძლება მოსწავლეებმა ჩაატარონ გამოკითხვა თანაკლასელებს(ან სკოლის მისწავლეთა) შორის ყველაზე პოპულარული მობილურის გამოსავლენად და დაადგინონ მისი პოპულარობის მიზეზი.მოსწავლეები გამოავლენენ თუ რა უპირატესობა აქვს მათ სადენიან ტელეფონთან შედარებით.

4.მონაწილეთა ასაკი:16-17 წელი.

5.ვადები:ორი კვირა.

6.პროექტის აქტივობები კლასში:თემის შესაბამისი ნაბეჭდი მასალისა ინფორმაციის მოძიება. ინტერვიუს აღება, სურათების გადაღება, ბლოგის გაკეთება.

7.მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება პროექტის ვებ-ბლოგები.

8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შედეგების-ბლოგების,ტელეფონების ფოტოების გაცნობა სხვა ადაამიანებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ტექნოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებს. ტექნოლოგიურ პროცესებს სარგებლობის გარდა ზიანის მოტანაც შეუძლია ადამიანის ჯამრთელობისთვის. თანამედროვე ტექნიკის მავნებლობის შესახებ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია.ამ მხრივ ყველაზე აქტუალურია მობილური ტელეფონი, რომელიც მაღალი სიხშირეების ელექტრომაგნიტურ ტალღებს იყენებს მუშაობის პროცესში.

9.სამუშაო ენა: ქართული.

10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზ.XI-XII კლ.მოსწავლე იკვლევს ელექტრულ და მაგნიტურ ურთიერთქმედებას. ინდიკატორი: შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე მოიძიებს ინფორმაციას ცხოვრებაში გამოyენებული ტექნოლოგიური სისტემის განვითარების შესახებ.

11.პროექტის ფასილილატორი: ციური ჯიმშელაძე, თბილისის 24-ე საჯარო სკოლის პედაგოგი.

12.ელ ფოსტა:ciujimsheladze@gmail.com.

13.პროექტის ვებ-ბლოგი: ciurisproeqti.blogspot.com